სამოქალაქო უფლებები

სამოქალაქო უფლებები
• პირველი თაობის უფლებები. დღეისათვის სამოქალაქო უფლებები დეტალურად არის აღწერილი საერთაშორისო პაქტში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენციაში. ტრადიციულად, ეს უფლებები ითვლება - ყოველ შემთხვევაში დასავლეთში - ყველაზე მნიშვნელოვნად თუ არა, ადამიანის ერთადერთ ჭეშმარიტ უფლებად. სამოქალაქო უფლებები იძლევა ფიზიკური და მორალური ხელშეუხებლობის მინიმალურ გარანტიას და საშუალებას აძლევს ინდივიდებს გააჩნდეთ საკუთარი სინდისისა და რწმენის თავისუფლება: მაგ. თანასწორობისა და თავისუფლების უფლება, აღმსარებლობის და საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, წამებისა და სიკვდილისაგან დაცვის უფლება.იურიდიული უფლებები ჩვეულებრივ ასევე „სამოქალაქო” უფლებებად კლასიფიცირდება. ისინი უზრუნველყოფენ პროცესუალურ დაცვას მათთვის ვინც იურიდიულ და პოლიტიკურ ინსტიტუტებთან არის შეხებაში: მაგალითად, თვითნებური დაპატიმრებისა და დაკავებისაგან დაცვა, უდანაშაულობის პრეზუმფცია, ვიდრე სასამართლო არ დაადასტურებს ბრალეულობას და გასაჩივრების უფლება
Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004,
• ადამიანის უფლებების დაცვა კლასიკური ლიბერალიზმის მიხედვით მოიცავს მხოლოდ იმ სფეროს, რასაც დღეს სამოქალაქო უფლებებს უწოდებენ. ესაა რწმენისა და სინდისის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, პრესის თავისუფლება, გადაადგილების თავისუფლება (ადამიანის უფლება თავისუფლად აირჩიოს ის ქვეყანა, სადაც ცხოვრება უნდა), სამართლიანი სასამართლოს უფლება, სიცოცხლის უფლება, რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური თუ სქესობრივი დისკრიმინაციის დაუშვებლობა - მაგალითად, არ შეიძლება ერთსა და იმავე სამუშაოს შესრულებაში ვიღაცა სხვებზე ნაკლებს იღებდეს, იმიტომ, რომ ის არის ქალი, ან ზანგი, ან ებრაელი და ა. შ...
Source: თავისუფლება №3(27)მარტი, - [თავისუფლების ინსტიტუტი],-2004წ.

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем сделать НИР

Полезное


Смотреть что такое "სამოქალაქო უფლებები" в других словарях:

  • პირადი ანუ სამოქალაქო უფლებები და თავისუფლებები — (სიცოცხლის, პატივისა და ღირსების, თავისუფლების ხელშეუვალი უფლებები, წამებისაგან თავისუფლება, სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება, განათლების, ჯანმრთელობის, შრომის, მოქალაქეობის უფლება და სხვ.). Source: თავისუფლება… …   Georgian encyclopedia

  • სამოქალაქო საზოგადოება — • კანტისათვის ის სფეროა, სადაც ადამიანი სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში თავის თავს რეალიზაციას უკეთებს. სამოქალაქო საზოგადოების სამართლებრივი კონსტრუქცია (სტრუქტურა) აგებულია შემდეგ პრინციპებზე: ა) საზოგადოების ყოველი წევრის, როგორც ადამიანის… …   Georgian encyclopedia

  • სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა — ერთი პირის უფლება, მოითხოვოს სხვა პირისაგან საკუთარი რეპუტაციის პატივისცემა. Source: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და თქვენი ფუნდამენტური უფლებები = The European Court of Human Rights and Your Fundamental Rights : [ბროშურა / ორგანიზაცია… …   Georgian encyclopedia

  • პოლიტიკური უფლებები — • პირველი თაობის უფლებები. დღეისათვის სამოქალაქო უფლებები დეტალურად არის აღწერილი საერთაშორისო პაქტში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენციაში. ტრადიციულად, ეს უფლებები ითვლება… …   Georgian encyclopedia

  • ადამიანის ინდივიდუალური უფლებები — სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული კატეგორიის უფლებებს ეწოდება, რადგან ამ უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა ცალკეულ ადამიანებს აქვთ. ამჟამად აღიარებულია ადამიანის უფლებათა მესამე თაობაც, რომელსაც „კოლექტიურ უფლებებს“… …   Georgian encyclopedia

  • ადამიანის უფლებები — • მორალური უფლებამოსილება, რომელიც მსოფლიოს ყველა ინდივიდს გააჩნია უბრალოდ იმ ფაქტის გამო, რომ ის არის ადამიანი. ჩვენი უფლებების მოთხოვნის დროს ჩვენ მივმართავთ საკუთარ მთავრობას მორალური პოზიციიდან: თქვენ არ გაქვთ ამის გაკეთების უფლება, რადგანაც… …   Georgian encyclopedia

  • კოლექტიური უფლებები — • მესამე თაობის უფლებების საფუძველს წარმოადგენს სოლიდარობის იდეა. და ეს უფლებები მოიცავს საზოგადოების ან ხალხის კოლექტიურ უფლებებს როგორიცაა მდგრადი განვითარების, მშვიდობის, ან ჯანსაღი გარემოს უფლება. მსოფლიოს უმეტეს ნაწილში ისეთი პირობები… …   Georgian encyclopedia

  • ბავშვთა უფლებები და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია — ბავშვის უფლებათა შესახებ – კონვენცია თავს უყრის როგორც ბავშვებთან დაკავშირებულ, ისე სოციალური და ჰუმანიტარული სამართლის სფეროში ადრე მიღებულ რიგ დეკლარაციასა და სამართლებრივ მექანიზმს. ზოგადად, ყველა ადამიანს, ვისაც ჯერ არ შესრულებია 18 წელი,… …   Georgian encyclopedia

  • თავისუფლების უფლებები — • პირველი თაობის უფლებები. მოიცავენ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს როგორებიცაა აზრის თავისუფლება, ასოციაციათა თავისუფლება, სიცოცხლის უფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება, და ა.შ. Source:… …   Georgian encyclopedia

  • ლტოლვილთა უფლებები და 1951 წლის კონვენცია — ლტოლვილი ადამიანი გაერო ს უმთავრესი საზრუნავი იყო მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში. მისთვის იყო განკუთვნილი 1951 წელს მიღებული კონვენცია ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებით, რომელიც დღესაც ძირითადი დოკუმენტია ლტოლვილის სტატუსის, მისი დაცვისა და… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»